ჭადრაკი

23:20 | 16.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე ლიდერს დაუზავდა

რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე პრეტენდენტთა ტურნირის ბოლო ტურის წინ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერ ნანა ძაგნიძეს (2510) 6.0 ქულა აქვს და ჩინელ ტან ჩჟუნისთან (2513) ერთად, მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს.

ტურნირის მე-13 ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით ვადაზე ადრე გაჩემპიონებულ ალეკსანდრა გორიაჩკინას (რუსეთი, 2522) დაუზავდა, დასკვნით ტურში კი თეთრებით კიდევ ერთ რუს ეკატერინა ლაჰნოს (2554) გაეჯიბრება.
ვთქვათ ისიც, რომ გორიაჩკინას აქტივში 9.5 ქულა აქვს, მას კი კვალში უკრაინელი ანა მუზიჩუკი (2539, 7.5 ქულა) და ხსენებული ლაჰნო (6.5) იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ პლანეტის 8 უძლიერესი ქალი ერთმანეთს ორ წრედ ეჯიბრება, ხოლო საუკეთესოს ანუ გორიაჩკინას მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნთან (ჩინეთი) მატჩში თამაშის უფლება ერგება. ასპარეზობის საპრიზო ფონდი 200 000 ევროს შეადგენს.

0.11586