ფეხბურთი

10:52 | 16.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "წუწუნის დრო არაა"

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" შემტევმა ლიონელ მესიმ კოლუმბიასთან წაგებულ (0:2) კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "ალბისელესტემ" მობილიზაცია შემდეგ მატჩებზე უნდა მოახდინოს და აღნიშნული მარცხი მალე დაივიწყოს.

"მარცხში პოზიტიური ნიშნებიცაა, რადგან გამოწვევა მივიღეთ და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ახლა წუწუნის დრო არაა და შემდეგ მატჩებზე უნდა ვიფიქროთ. კოლუმბია ბურთს კარგად აკონტროლებდა, თუმცა ღირებული არაფერი შეუქმნია და როდესაც ჩვენ მაღალ დონეზე ვთამაშობდით, გოლი მაშინ გავუშვით. აღნიშნული მარცხით გაკვეთილს ვისწავლით. ტურნირის წაგებით დაწყება ადვილი გადასატანი არაა, მაგრამ თუ პარაგვაის მოვიგებთ კომფორტულ სიტუაციას დავუბრუნდებით." - ციტირებს მესის სიტყვებს Goal-ი.

კოლუმბიელთაგან გოლები როხერ მატინესმა და დუვან ძაპატამ გაიტანეს. მომდევნო მატჩს არგენტინა პარაგვაისთან 20 ივნისს გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12195