ფეხბურთი

11:38 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატი U20: ეკვადორის ისტორიული შედეგი (+VIDEO)

ეკვადორის 20 წლამდე ნაკრებმა შესაბამის ასაკობრივ მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. ეს შედეგი კი, სამხრეთ ამერიკელთათვის ისტორიულია, რადგან ეკვადორმა პლანეტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი პირველად მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ეკვადორელთა მეტოქე იტალიის ნაკრები იყო. ნიშანდობლივია, რომ ეს ნაკრებები ერთ ქვეჯგუფში იყვნენ და მაშინ გამარჯვება ევროპელებს დარჩათ (1:0). თუმცა, ამჯერზე იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმარამდენიმე ლიდერ დაასვენა, მათ შორის ალესანდრო პლიცარი, ჯანლუკა სკამაკა და დავიდე ფრატეზი, ხოლო ანდრეა პინამონტიმ ტრავმის გამო ვერ ითამაშა. შესუსტებული შემადგენლობით კი იტალია დამარცხდა.

თუმცა, გამარჯვებულის გამოსავლენად 90 წუთი საკმარისი არ გამოდგა, რომელიც უგოლოდ გაილია. 95-ე წუთზე იტალიას გოლის გატანის შესანიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ მარკო ოლივიერიმ პენალტი ეკვადორის ნაკრების მეკარეს ვერ გაუტანა. სამაგიეროდ, 10 წუთში სამხრეთ ამერიკელთა ფეხბურთელმა რიჩარდ მინამ მოახერხა გმირის სტატუსის მოპოვება და გამარჯვების გოლი გაიტანა.

საბოლოოდ, ეკვადორმა ტურნირი მესამე, ხოლო იტალიამ მეოთხე ადგილზე დაასრულა. 20 წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი დღეს გაირკვევა: უკრაინა - სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება.

იტალია - ეკვადორი 0:1 დ.დ (0:0)

გოლი: 0:1 მინა (104)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11935