ფეხბურთი

10:00 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბეტისმა" ხუანმი გაიფორმა

"სოსიედადის" აწ უკვე ყოფილი შემტევი ხუან მიგელ ხიმენეს ლოპესი (ხუანმი) კარიერას "ბეტისში" გააგრძელებს. როგორც სევილიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო "ბეტისს" ტრანსფერი რვა მილიონი ევრო დაუჯდა.

ხუანმი "მალაგას" აკადემიის აღზრდილია და "სოსიედადამდე" "მალაგუენოს", "რასინგის" და "საუთჰემპტონის" ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში შემტევმა 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ხუანმი ერთხელ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და დებიუტი 2015 წელს ჰოლანდიასთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ "ფურია როხას" რიგებში ვეღარ მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064113