კალათბურთი

11:22 | 14.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფინალის MVP-ი ლეონარდი გახდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2018/19 წლის სეზონის ფინალის MVP-ი კავაი ლეონარდი გახდა.

სუპერფინალური სერიის მეექვსე მატჩში „ტორონტომ“ გასვლაზე „გოლდენ სტეიტს“ 114:110 აჯობა და ნბა-ს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. მატჩის შემდეგ კავაი MVP-ის ტიტული მიიღო.

კავაიმ აღიშნული ტიტული მეორედ მოიგო, პირველად - 2014 წელს „სან ანტონიოსთან“ ერთად. ნბა-ს ისტორიაში კავაი მესამე კალათბურთელია, რომელმაც ფინალების MVP-ის ტიტული სხვადასხვა გუნდში თამაშის დროს მოიგო. ქარიმ აბდულ-ჯაბარი („ლეიკერსი“, „მილოუკი“), ლებრონ ჯეიმსი („სან ანტონიო“, „ტორონტო“).

მეექვსე შეხვედრაში ლეონარდმა გუნდს 22 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100048