ფეხბურთი

10:18 | 14.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძის მწვრთნელი წელიწადში მეორედ გადადგა

ლევან მჭედლიძის „ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, აურელიო ანდრეაცოლიმ, თანამდებობა დატოვა - გვამცნობს ტოსკანური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. 65 წლის სპეციალისტი პირველად შარშან ნოემბრის დასაწყისში დაითხოვეს, თუმცა 2019 წლის მარტში დააბრუნეს. მიუხედავად ამისა, „ემპოლიმ“ ვერ შეძლო სერია A-ში ადგილის შენარჩუნება, ჯამში მე-18 ადგილი დაიკავა და სერია B-ში დაქვეითდა.

„ემპოლი“ 1920 წელსაა დაარსებული და სერია B-ში პირველად 1946 წელს გამოჩნდა. შემდეგ საკმაო ხანს ქვედა ლიგებში ასპარეზობდა და 1986-87 წლების სეზონში პირველად გადავიდა სერია A-ში. 2012-15 წლებში კლუბს „ჩელსის“ დღევანდელი დამრიგებელი, მაურიციო სარი წვრთნიდა.

Loading...
0.128274