ფეხბურთი

1:20 | 14.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბილიჩი ინგლისში დაბრუნდა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და "ვესტ ჰემის" ყოფილმა დამრიგებელმა სლავენ ბილიჩმა "ვესტ ბრომვიჩი" ჩაიბარა. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ხორვატი სპეცილისტმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ბილიჩი ბოლოს საუდის არაბეთის კლუბ "იტიჰადს" წვრთნიდა, თუმცა მხარეებს შორის ხელშეკრულება ნაადრევად გაწყდა. "ვესტ ბრომვიჩი" კი აწ უკვე გასულ სეზონში ჩემპიონშიფის პლეი ოფში გავიდა, თუმცა "ასტონ ვილასთან" დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11175