ფეხბურთი

12:17 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ პოგბას ფასი დაადო

„მანჩესტერ იუნაიტედი“ თავის ფრანგ ნახევარმცველ პოლ პოგბას, 170 მილიონ ევროზე ნაკლებად სხვა კლუბში არ გაუშვებს - წერს Daily Mirror. მსოფლიო ჩემპიონის გადაბირების მთავარი კანდიდატი მადრიდის „რეალია,“ თუმცა მისი შეძენა „იუვენტუსსა“ და „პარი სენ-ჟერმენსაც“ სურთ.

ადრე ესპანური მედია გვამცნობდა, რომ „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „ტოტენჰემის“ დანიელი ვარსკვლავის, კრისტიან ერიკსენის ყიდვა, სწორედ პოგბას გადაბირების მიზეზით აღარ მოინდომა.

მეორე ვერსიით, პოგბა „იუვენტუსს“ უკვე მოელაპარაკა და მალე ყოფილ კლუბს დაუბრუნდებაო.

პოგბა „მანჩესტერში“ „იუვენტუსიდან“ 2016 წელს გადავიდა 105 მილიონ ევროდ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103505