ფეხბურთი

19:49 | 12.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვილიას მომავალი - "ლეგია" თუ "ფერენცვაროში"?

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია შესაძლოა პოლონური ფეხბურთის გრანდ „ლეგიაში“ გადავიდეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Slask.eska.pl-ი წერს.

გვილიას „ლუცერნიდან“ გამოსყიდვა „გურნიკს“ სურდა, მაგრამ ჩვენებურმა ჟაბრჟელთა წინადადება არ მიიღო, შესაბამისად, 6 თვის შემდეგ გუნდს ტოვებს. ეს ინფორმაცია „გურნიკის“ ვებგვერდმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

საინტერესოა ისიც, რომ გვილიას სატრანსფერო უფლებები „ლუცერნს“ ეკუთვნის, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი შვეიცარიულ გუნდში დაბრუნებას არ გეგმავს, შედეგად, ახალ გუნდში ჩაირიცხება.

გამოცემა წერს, რომ 25 წლის ქართველ ნახევარმცველს უნგრეთის ჩემპიონი „ფერენცვაროშიც“ იწვევს, მაგრამ გვილიასთვის „ლეგიას“ ვარიანტი პრიორიტეტულია.

შეგახსენებთ, ვაკო გვილიამ „გურნიკში“ ჩატარებულ 17 თამაშში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. „ლეგიაში“ კი თავის დროზე ვლადიმერ დვალიშვილსა და ვაკო ყაზაიშვილს უთამაშიათ.

0.133442