ფეხბურთი

13:46 | 12.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

რობერტსონი დაშავდა

შოტლანდიის ნაკრების მცველი და კაპიტანი, ენდრიუ რობერტსონი ეროვნული გუნდის შეკრებაზე დაშავდა თავის გუნდს ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში ვერ დაეხმარა ბელგიასთან (0:3).

Liverpool Echo-ს ცნობით, 25 წლის ფეხბურთელმა ბარძაყი დაიზიანა, რომლის მკურნალობასაც დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.

რობერტსონი „ლივერპულის“ ერთ-ერთი ლიდერია. მერსისაიდელთა რიგებში ის 2017 წელს გადავიდა“ჰალ სიტიდან.“ მანამდე კი „ქუინზ პარკის“ და „დანდი იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა.

გასულ სეზონში მან პრემიერლიგაში 36 მატჩში ითამაშა და 11 საგოლე პასით გამოირჩა. 1 ივნისს კი „ლივერპულთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114842