სხვა

18:22 | 10.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის კენდოს 29-ე ჩემპიონატი დასრულდა

ევროპის კენდოს 29-ე ჩემპიონატი დასრულდა, რომელიც ჩატარდა ამა წლის 24-26 მაისს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში.

პირველად საქართველოს ისტორიაში აღნიშნულ ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს კენდოს ეროვნულმა ნაკრებმა: ორი ასაკობრივი (ვაჟები: იუნორები და უფროსები; ქალები: უფროსები) კატეგორიის 9 სპორტსმენმა. ეროვნული ნაკრების მონაწილეობა იყო ისტორიული ფაქტი, რადგან ამ სახეობაში (კენდო) კავკასიის ქვეყნებიდან როგორც ეროვნულ ნაკრებს ჯერ არავის არ მიუღია მონაწილეობა.

კენდოს 29-ე ევროპის ჩემპიონატი და გენერალური ასამბლეა ჩატარდა 23-26 მაისს. ჩემპიონატის მასპინძელი და ორგანიზატორი გახლდათ სერბეთის კენდოს ფედერაცია. მხარდამჭერები: ევროპის კენდოს ფედერაცია (http://www.ekf-eu.com), კენდოს მსოფლიო ფედერაცია (https://www.kendo-fik.org/).

პირველი დღე ევროპის ქვეყნების კენდოს ფედერაციების პრეზიდენტების შეხვედრით დაიწყო, ანუ გენერალური ასამბლეით, რომელიც ჩაატარეს საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების უმაღლესი წარმომადგენლებმა და დაამტკიცეს ახალი რეგულაციები. მონაწილე ქვეყნების ფედერაციის ხელმძღვანელებთან დამყარდა საქმიანი და მეგობრული კავშირები.

მეორე დღე 29-ე ევროპის კენდოს ჩემპიონატის გახსნით გაგრძელდა და 26 მაისს მონაწილეების დაჯილდოებით და ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალით დასრულდა. აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობდა 41 ქვეყნის ეროვნული გუნდების 700-მდე წარმომადგენელი.

ჩემპიონატს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სერბეთში და საერთაშორისო ფედერაციის უმაღლესი რანგის წარმომადგენელები დაესწრნენ, რომელთაც ჩემპიონები და პრიზიორები დააჯილდოვეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენებმა ამ ჩემპიონატზე, მართალია ვერ აიღეს საპრიზო ადგილები, მაგრამ როგორც დებიუტანტებმა დაიმსახურეს მხურვალე ოვაციები და მიიღეს სიმბოლური პრიზები, როგორც მამაცი და მებრძოლი სულის სპორტსმენებმა. აღსანიშნავია, რომ გუნდურ და ინდივიდუალურ კატეგორიებში საკმაოდ კარგად იასპარაზეს იუნიორთა (18-წლამდე) სპორტსმენებმა. მათ გუნდურ ასპარეზობაში ჯგუფში დაიკავეს მეორე ადგილი და მხოლოდ მერვედფინალურ ეტაპამდე გამოეთიშნენ ასპარეზობას.

ხოლო ინდივიდუალურ კატეგორიაში საბა დესპოტიშვილმა მოახერხა ჯგუფიდან გასვლა. რაც შეეხება ვაჟთა ნაკრებს (უფროსებში): დაძაბულ ბრძოლებში ღირსეულად დამარცხდნენ სერბეთის ნაკრებთან, რომელიც გახდა კენდოს ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი.

ჩემპიონატის გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიებში:

გოგონათა ეროვნული ნაკრები

1 ჰოლანდია

2 საფრანგეთი

3 შვეიცარია, პოლონეთი

იუნიორთა ეროვნული ნაკრები

1 სერბეთი

2 რუსეთი

3 საფრანგეთი, ჩეხეთი

ეროვნული ნაკრები

1 საფრანგეთი

2 სერბეთი

3 პოლონეთი, ესპანეთი

იუნიორები, ინდივიდუალური

1 ლეონ კლიუევი (რუსეთი)

2 ჯეიმს კენტარო რაითი (დიდი ბრიტანეთი)

3 რომან კუსურგაშევი (რუსეთი), მარიუს კორნეა (რუმინეთი)

გოგონები, ინდივიდუალური

1 ლისა მაინბერგი (გერმანია)

2 მარია პონომარიოვა (რუსეთი)

3 ფლორ სმაუტი (ჰოლანდია), ასტერია აკილა (საბერძნეთი)

მამაკაცები, ინდივიდუალური

1 კოიჩი ნაკაბაიაში (საფრანგეთი)

2 გაბორ ბაბოში (უნგრეთი)

3 ჯონათან ბერტო (საფრანგეთი), მაურიცი კაჟორი (პოლონეთი)


Loading...
0.111436