ჭადრაკი

23:56 | 9.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე პოზიციებს თმობს

ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე (2510) რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე პრეტენდენტთა ტურნირზე პოზიციებს თმობს. საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა უკანასკნელ ოთხ ტურში მხოლოდ ნახევარი ქულა აიღო და ახლა, 4.0 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.

დღეს, ნანამ შავი ფიგურებით ტან ჩჟუნისთან (ჩინეთი, 2513) წააგო, მე-8 ტურის სხვა პარტიები კი ასე დასრულდა: ეკატერინა ლაჰნო (რუსეთი, 2544) – ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2506) 0:5:0.5, ალეკსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი, 2522) – ალეკსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2546) 1:0, ამა მუზიჩუკი (უკრაინა, 2539) – მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2563).
შეჯიბრის მოგებასთან ძალიან ახლოსაა გორიაჩკინა, რომელმაც გასულ ტურებში 5 პარტია მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 6.5 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტ ლაჰნოს 2.0 ქულით უსწრებს, რაც დიდი უპირატესობაა.
მე-9 ტურში, რომელიც 10 ივნისს შედგება, კოსტენიუკი ლაჰნოს ეთამაშება, გუნინა – გორიაჩკინას, მარია მუზიჩუკი – ჩჟუნის, ხოლო ძაგნიძე – ანა მუზიჩუკს.
შეგახსენებთ, რომ პლანეტის 8 უძლიერესი ქალი ერთმანეთს ორ წრედ ეჯიბრება, ხოლო გამარჯვებული მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნთან (ჩინეთი) მატჩში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
ასპარეზობის საპრიზო ფონდი 200 000 ევროს შეადგენს, დარჩენილი სათამაშო დღეები კი ასეა გაწერილი: 10, 12-14 და 16-17 ივნისი; ტაი-ბრეიკი 18 ივნისს გაიმართება; თამაშის დასაწყისი თბილისის დროით – 16:00 საათი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111636