ფეხბურთი

20:12 | 9.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყოჩაღი პიკფორდი

ვგონებთ, გუნდები პირველივე წუთიდან მზად იყვნენ პენალტების დასარტყმელად. ყოველ შემთხვევაში, შევეიცარიისა და ინგლისის ეროვნულმა გუნდებმა, უეფას ერთა ლიგის მესამე ადგილისთვის მატჩში, 120 წუთის განმავლობაში მაყურებლებიც დატანჯეს და თვითონაც დაიტანჯნენ.

მოთამაშეები ძლიან ნელა, უხალისოდ ირჯებოდნენ. თამაში არაფრად განსხვავდებოდა ამხანაგურისგან და რომ არა, რეგლამენტი, ფეხბურთელები 90 წუთის შემდეგაც სიამოვნებით შევიდოდნენ გასახდელში.

ინგლისელებს თითქოს ოდნავი უპირატესობა ჰქონდათ და ეს მომენტებშიც გამოისახა. 85-ე წუთზე კალუმ უილსონმა გაიტანა გოლი, მაგრამ ვიდეოარბიტრმა გაუუქმა. სულ ბოლოს რაჰიმ სტერლინგმა შესარულა კარგად საჯარიმო დარტყმა, მაგამ ბურთი ხარიხას მოხვდა.

ეს იყო და ეს, მეტი საინტერესო არაფერი მოიმხდარა.

პენალტების სერიის გმირი კი ჯორდან პიკფორდი გახდა. „ევერტონის“ მეკარემ ერთი თერთმეტმეტრიანი თავადაც გაიტანა და იოსიპ დრმიჩსაც აუღო.

ასეა თუ ისე, ინგლისის ნაკრები ერთა ლიგის პირველი გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

შვეიცარია - ინგლისი 0:0 (5:6 პენ)

9 ივნისი. გიმარაინში. „აფონსუ ენრიკეში.“

პენალტები: მაგუაირი 0:1, ცუბერი 1:1, ბარკლი 1:2, ჯაკა 2:2, სანჩო (2:3), აკანჯი 3:3, სტერლინგი 3:4, მბაბუ 4:4, პიკფორდი 4:5, შერი 5:5, დაიერი 5:6, დრმიჩი (მეკარე) 5:6

შვეიცარია: ზომერი, მბაბუ, შერი, აკანჯი, ელვედი, როდრიგესი (დრმიჩი 87), ჯაკა, ფროილერი, შაჩირი (ცუბერი 65), ფერნანდესი (ზაკარია 61), სეფეროვიჩი (ოკაფორი 113)

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი (ბოსნია)

ინგლისი: პიკფორდი, ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, მაგუაირი, როუზი (უოკერი 70), დაიერი, დელფი (ბარკლი 105), ლინგარდი (სანჩო 106), ალი, სტერლინგი, კეინი (უილსონი 75)

მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

მსაჯი: ოვიდიუ ალინ ჰაცეგანი (რუმინეთი)

გაფრთხილება: ჯაკა (116); როუზი (23), ლინგარდი (27)

0.124328