სხვა

22:17 | 8.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კარგი სტარტი და ნიგერიასთან მოგება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 27-14 დაამარცხა ნიგერია თბილისის სპორტის სასახლეში და დაადასტურა, რომ IHF ერთა თასის მთავარი ფავორიტია. 9 იანვარს 18 საათზე მალტას ვეთამაშებით. სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია.

საქართველო - ნიგერია 27-14

საქ: თევზაძე 10/21, ცინცაძე 3/6 - ცხოვრებაძე 12/6, ორჯონიკიძე 7/5, კბილაშვილი 5/4, ჭანტურია 7/3, ჩიქოვანი 8/3, რუსტამოვი 3/2, გოგოლაძე 1/1, მიქავა 2/1, იმნაძე 1/1, კალანდაძე 1/1, არსენაშვილი 1/-, დიხამინჯია - მწვ. მაქსიმოვიჩი, ორჯონიკიძე

ნიგერია: ადამოლუგბე 9/29, სოლომონი 1/8 - კოლე 4, ა. მოჰამედი 3, ანი 2, კალუ 2, სულაიმანი 2, იბიტოიე 1, ოვოლაბი, დ. მოჰამედი, გბავუანი, როტიბი, ოკუბუიკე, ემანუელი

მსაჯები: ჰერმანი, მადსენი (დანია)

ოფიციალები: ნაჩევსკი (მკდ) - რაიზინგერი (ავს), კალინი (სლნ) - ჩოგოვაძე, იაშვილი (საქ)

ნიგერია არ განეკუთვნება თუნდაც აფრიკის გრანდებს, მაგრამ ხელწამოსაკრავი და 13 ბურთით იოლად დასამარცხებელი მეტოქე ნამდვილად არ იყო. გამარჯვებას საფუძველი დაუდო მეკარე შოთა თევზაძემ, რომელმაც პირველ ტაიმში 8 დარტყმა მოიგერია. კარგი იყო მისი ნიგერიელი კოლეგაც, მაგრამ საბოლოოდ ჩვენებმა მეტოქეს მოუგეს ინდივიდუალური ორთაბრძოლების უმეტესობა, რისი დასტურიცაა სულ 14 გაშვებული გოლი და აფრიკელთა 9 ორწუთიანი გაძევება; გემოზე ითამაშა ჩვენმა უკანა ხაზმა - ჩიქოვანმა, ორჯონიკიძემ, ცხოვრებაძემ, ხოლო შეცლაზე შემოსულმა კბილაშვილმა სრულიად დამსახურებულად მიიღო მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო - 5 დარტყმიდან 4 გაიტანა, მოიპოვა 1 შვიდმეტრიანი და 4 მეტოქე გაისტუმრა ორწუთიანში.

იყო საკმაო წუნიც, რაც შეიძლება ძვირად დაგიჯდეს უფრო ძლიერ მეტოქესთან, თუმცა, მათთან გუნდს მეტი კონცენტრაციაც ექნება და ახალ მწვრთნელს, ნიკოლა მაქსიმოვიჩს სულ რამდენიმე ვარჯიში ჰქონდა თამაშის დასალაგებლად.

მოგებაში წვლილი ყველამ დაიდო. მშვენივრად შემოვიდა მეკარე ცინცაძე, რომლის ორმაგი სეივი ისეთი იყო, ნებისმიერი ტოპ-5 ვიდეომიმოხილვაში პირველ ადგილს რომ იკავებს ხოლმე. გოლები გაიტანეს ახალგაზრდებმაც - იმნაძემ, გოგოლაძემ და მიქავამ, სულ ბოლო კი შემოვიდა 17 წლის ნიკოლოზ კალანდაძე, რომელმაც 2 წუთში შვიდმეტრიანის ზუსტად დარტყმა და საგოლე პასის მიცემაც მოასწრო.

სხვა თამაშებმა აჩვენა რომ ჯგუფში პირველობისთვის ჩვენი მთავარი კონკურენტი ალბათ ბულგარეთი იქნება, მეორე მხარეზე კი კარგი გუნდი ჰყავს კუბას, არაუშავთ ჩინეთსა და კოლუმბიას. ჯგუფური ეტაპის შემდეგ 2-2 საუკეთესო გუნდი გავა ნახევარფინალში, რომელიც 15 ივნისსაა, ხოლო ჩემპიონი 16 ივნისს გამოვლინდება.

ჩემპიონატის მონაწილე 12 გუნდიდან 6 ევროპულია. მათ შორის საუკეთესო შედეგის მქონე გავა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში. ტურნირზე გამარჯვებასთან ერთად ეს ჩვენი გუნდის მეორე, არანაკლები მნიშვნელობის ამოცანაა.

ხელბურთი. IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატი

8-16 ივნისი, 2019 - თბილისის სპორტის სასახლე

8 ივნისი

A ჯგუფი: კოლუმბია - ჩინეთი 25-28, ინდოეთი - აზერბაიჯანი 29-45, კუბა - ბრიტანეთი 35-27

B ჯგუფი: მალტა - ბულგარეთი 13-38, ნიგერია - საქართველო 14-27, აშშ - ირლანდია 37-32

9 ივნისი

10:00 კოლუმბია - აზერბაიჯანი

12:00 ჩინეთი - კუბა

14:00 ბრიტანეთი - ინდოეთი

16:00 ბულგარეთი - აშშ

18:00 მალტა - საქართველო

20:00 ირლანდია - ნიგერია

10 ივნისი

10:00 აზერბაიჯანი - ბრიტანეთი

12:00 კოლუმბია - კუბა

14:00 ინდოეთი - ჩინეთი

16:00 აშშ - მალტა

18:00 საქართველო - ირლანდია

20:00 ნიგერია - ბულგარეთი

12 ივნისი

10:00 აზერბაიჯანი - კუბა

12:00 ბრიტანეთი - ჩინეთი

14:00 კოლუმბია - ინდოეთი

16:00 ირნალდია - ბულგარეთი

18:00 საქართველო - აშშ

20:00 მალტა - ნიგერია

13 ივნისი

10:00 ჩინეთი - აზერბაიჯანი

12:00 ბრიტანეთი - კოლუმბია

14:00 კუბა - ინდოეთი

16:00 ირლანდია - მალტა

18:00 ბულგარეთი - საქართველო

20:00 აშშ - ნიგერია

15 ივნისი, ნახევარფინალი

10:00 9-12: A5–B6

12:00 9-12: B5–A6

14:00 5-8 A3 – B4

16:00 5-8 B3 – A4

18:00 1-4 A1 – B2

20:00 1-4 B1 – A2

16 ივნისი, ფინალი

10:00 11-12

12:00 9-10

14:00 7-8

16:00 5-6

18:00 3-4

20:00 1-2

ყველა თამაშის რეპორტაჟი და ჩანაწერი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ოფიციალური ვებ-გვერდი: https://emerging2019.geohandball.ge/ka/

0.148113