ფეხბურთი

20:20 | 8.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელები საბერძნეთთან დამარცხდნენ

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროშესარჩევი ციკლის მზადების ფარგლებში ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად საბერძნეთთან და 0:3 დამარცხდა.

გია ცეცაძის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ ორი ბურთით აგებდა და მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო, თუმცა მასპინძლებმა ერთხელაც ისარგებლეს შეცდომით და მატჩის ბედი გადაწყვიტეს.

ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: გუგეშაშვილი, კობოური, ლოჩოშვილი, ფაცაცია, მალი, ლაკვეხელიანი, ნინუა, ქოჩორაშვილი, არაბიძე, კოხრეიძე, ბუღრიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: დავითაშვილი, სპანდერაშვილი, ძებნიაური, სილაგაძე, სამურკასოვი, ნებიერიძე, კუცია.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს 21-წლამდელები ისევ სტუმრად, სლოვენიასთან, 10 ივნისს ჩაატარებენ.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113784