ფეხბურთი

1:42 | 8.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დანია საქართველოს მშიერი დაუხვდება

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, მესამე ტურის მეორე შეხვედრა გაიმართა. კოპენჰაგენში, სადაც სამიოდ დღის თავზე საქართველოს ნაკრები ითამაშებს, დანიამ ირლანდიას უმასპინძლა და მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე პირველი გამარჯვება ვერ მოიპოვა.

არადა, აგე ჰარეიდეს გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში აღემატებოდა მეტოქეს და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წუთებზე დაკარგულმა კონცენტრაციამ და განიავებულმა საგოლე მომენტებმა საბოლოო შედეგზე გავლენა იქონიეს.

პიერ-ემილ ჰოიბერგმა 76-ე წუთზე იენს ლარსენის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით მოახერხა ანგარიშის გახსნა და "პარკენზე" შეკრებილმა პუბლიკამ გაიხარა. თითქოს, ეს გამარჯვებას ნიშნავდა, რადგან ირლანდიის მიერ იქამდე ნაჩვენები თამაშის ხარისხი ამის თქმის საშუალებას იძლეოდა. თუმცა, 85-ე წუთზე მიკ მაკარტის გუნდმა სტანდარტული ჩინებულად გამოიყენა - ალან ჯაჯის ჩაოწდებას შეინ დაფი დიდებულ სტილში გამოეხმაურა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დანიის ნაკრებმა კი ორი ქულა დაკარგა და მომდევნო მატცს ისევ კოპენჰაგენში, საქართველოსთან ჩაატარებს. ბუნებრივია, სკანდინავიელების მოტივაცია დღევანდელი ფრის შემდეგ გაორმაგდა...

შედეგად, ირლანდია 3 თამაშში მოპოვებული 7 ქულით ლიდერია, შეიცარიას 2 მატჩში 4 ქულა აქვს, საქართველოს სამ შეხვედრაში ამდენივე ქულა, დანიას ორი თამაშის შემდეგ ორი ქულა დაუგროვდა, ხოლო გიბრალტარი უქულოდ ბოლო საფეხურზეა.

დანია - ირლანდია 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ჰოიბერგი (76), 1:1 დაფი (85)

1. ირლანდია 3 2 1 0 3:1 7
2. შვეიცარია 2 1 1 0 5:3 4
3. საქართველო 3 1 0 2 3:3 3
4. დანია 2 0 2 0 4:4 2
5. გიბრალტარი 2 0 0 2 0:4 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110001