ფეხბურთი

0:25 | 8.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე: "მომავალი სეზონიდან "ემპოლიში" აღარ ვითამაშებ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლევან მჭედლიძემ გიბრალტართან (3:0) მოგების შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 29 წლის თავდამსხმელმა საქართველოს ნაკრების გარდა მცირე კომენტარი „ემპოლიზეც“ გააკეთა და აღნიშნა, რომ იტალიური გუნდის სერია B-ში დაქვეითების შემდგომ კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს, თუმცა სად, ჯერჯერობით უცნობია.

"მეტოქე უკან იდგა და ბურთს საკუთარ ნახევარზე ათამაშებდა, ამიტომ რთული იყო სივრცეების პოვნა. სამი გოლი გავიტანეთ რაც ყველაზე მთავარია, რომ პოზიტიური გამწყობით მივდივართ დანიაში.

თავს კარგად ვგრძნობ და ვიმედოვნებ, ისეთი პერიოდები და ჩავარდნები აღარ იქნება ჩემს ცხოვრებაში, როგორიც მქონდა.

„ემპოლის“ რაც შეეხება, ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ გუნდში არ დავრჩები. სხვა ინფორმაცია რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი.

დანიაში რთული თამაში გველის, თუმცა შეუძლებელი არაფერია. დღევანდელ დღეს ჩანს, რომ ყველას შეუძლია ნებისმიერ გუნდთან მოგება, მთავარია მოვემზადოთ თამაშისთვის კარგად და ჩავდოთ ყველაფერი რაც დღევანდელმა დღემაც დაგვანახა“, - განაცხადა მჭედლიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 3:0 დაამარცხა და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. "ჯვაროსნები" მომდევნო შეხვედრას 10 ივნისს, დანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112327