„მანჩესტერ იუნატედი“ „აინტრაახტის“ 24 წლის ფრანგი შემტევით სებასტიან ალეთი დაინტერესდა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, „მანჩესტერის“ მთავარი მწვრთნელი სებასტიანს ლუკაკუს შემცვლელად აღიქვავს, ამიტომაც სოლსკიაერმა გუნდის ხელმძღვანელობას ფრანგის დამატება სთხოვა.
სებასტიან ალემ განვლილ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 39 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 19 გოლი გაიტანა.