ფეხბურთი

9:05 | 7.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: „ჰოლანდია დამსახურებულად გავიდა ფინალში“

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ერთა ლიგის ნახევარფინალში ინგლისის ეროვნული გუნდის დამარცხების შემდეგ (3:1 დამატებით დროში), ჟურნალისტებს უთხრა, რომ კმაყოფილია თავისი ფეხბურთელების თამაშით.

„მატჩს ჩენ ვაკონტროლებდით. მართალია ანგარიში მეტოქემ გახსნა, მაგრამ კონცენტრაცია არ დაგვიკარგავს, სანჩოს მომენტი რომ არა, დამაჯერებლად ვირჯებოდით. ვფიქრობ, დამსახურებულად გავედით ფინალში.

შეცვლებმაც გაამართლა. გერმანიას და საფრანგეთს მოვუგეთ, ახლა მსოფლიოს მეოთხე გუნდ ინგლისს ვძლიეთ. ეს პროგრესის მაჩვენებელია. ნახევარფინალებში და ფინალებში ჯერ არ გვითამაშია. ჩვენთვის ეს ახალი გამოცდილებაა, თუმცა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ.

ვფიქრობ, პირველ ნახევარფინალში შვეიცარია უკეთესი იყო პორტუგალიაზე, მაგრამ რონალდუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. ფინალში პორტუგალიასთან ბურთი უნდა გავაკონტროლოთ. თუ ბურთი ჩვენი იქნება, კრიშტიანუს არაფერი გამოუვა.“ - უთხრა კუმანმა უეფას პრესსამსახურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110427