ჭადრაკი

22:12 | 6.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე ისევ დამარცხდა

ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე (2510) რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე პრეტენდენტთა ტურნირის 4 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი გახლდათ, უკანასკნელ ორ ტურში კი მარცხი განიცადა და სიტუაცია გაირთულა.

მე-6 ტურში ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით ლიდერ ალეკსანდრა გორიაჩკინასთან (2522) წააგო და მას კიდევ უფრო ჩამორჩა. გორიაჩკინა 5.0 ქულით ლიდერობს, ძაგნიძე და კიდევ ერთი რუსი ეკატერინა ლაჰნო (2544) კი, 3.5-3.5 ქულით მეორე-მესამე პოზიციებს ინაწილებენ.
საინტერესოა, რომ გასულ ტურში ყაიმით არცერთი პარტია დასრულებულა. ლაჰნომ შავი ფიგურებით ტან ჩჟუნი (ჩინეთი, 2513) დაამარცხა, ანა მუზიჩუკმა (უკრაინა, 2539) თეთრებით ვალენტინა გუნინას (რუსეთი, 2506) მოუგო, მარია მუზიჩუკმა (უკრაინა, 2563) კი – ალეკსანდრა კოსტენიუკს (რუსეთი, 2546).
ხვალ, ყაზანში დასვენების დღეა, მე-7 ტურის პარტიები კი 8 ივნისს ჩატარდება და შემდეგ წყვილებს ვიხილავთ: კოსტენიუკი – ა.მუზიჩუკი, გორიაჩკინა – მ.მუზიჩუკი, ლაჰნო-ძაგნიძე, გუნინა – ჩჟუნი.
შეგახსენებთ, რომ პლანეტის 8 უძლიერესი ქალი ერთმანეთს ორ წრედ ეჯიბრება, ხოლო გამარჯვებული მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნთან (ჩინეთი) მატჩში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
ასპარეზობის საპრიზო ფონდი 200 000 ევროს შეადგენს, დარჩენილი სათამაშო დღეები კი ასეა გაწერილი: 8-10, 12-14 და 16-17 ივნისი; ტაი-ბრეიკი 18 ივნისს გაიმართება; თამაშის დასაწყისი თბილისის დროით – 16:00 საათი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129701