ფეხბურთი

13:15 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას 69-ე კონგრესი საფრანგეთში

პარიზში ფიფას 69-ე კონგრესი მიმდინარეობს. საფრანგეთის დედაქალაქში მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წევრები, ფიფას პრეზიდენტს ირჩვენ. ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატია დარეგისტრირებული - ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი ჯანი ინფანტინო. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ინფანტინო ახალი ვადით 2023 წლამდე უხელმძღვანელებს.

დღესვე, კონგრეზე საუბრის ერთერთი მთავარი თემა, 2022 წელს ყატარში დაგეგმილი მუნდიალი იქნება. კონგრესს საქართველოს დელეგაცია ესწრება. პარიზში იმყოფებიან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა.

www.gff.ge

0.115276