ფეხბურთი

12:52 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანჩესი შესაძლოა "ატლეტიკოში" გადავიდეს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი შეასაძლოა "ატლეტიკოს" ფეხბურთელი გახდეს, აღნიშნულ ინფორმაციას El Mundo Deportivo ავრცელებს. წყაროს ცნობით, სანჩესს მანჩესტერული კლუბის დატოვება სურს. "ატლეტიკო" კი ჩილელის გადაბირებით დაინტერესებულია და მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი სეზონში 12 მილიონ ევროს ითხვოს.

განვლილ სეზონში სანჩესმა ყველა ტურნირზე ერთად 27 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შემტევს აქამდე, "უდინეზეში", "ბარსელონაში", და "არსენალში" უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11768