თამაშგარე

10:54 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაკირამ პიკე სეპარატიზმში ამხილა

ალბათ გახსოვთ, რომ ამ ორი წლის წინ კატალონიაში გამართულ რეფერენდუმს (რომელიც კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფას ითვალისწინებდა) მხარი კატალონიის “ბარსელონას“ მცველმა, ხერარდ პიკემაც დაუჭირა და განაცხადა, რომ მას როგორც რიგით კატალონიელს დიდი სურვილი აქვს დამოუკიდებელი კატალონია იხილოს.

მაშინ ქმარს მხარი არ აუბა კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ და იგი დღემდე ესპანეთის ერთიანობის მომხრედ რჩება. იმ პერიოდში ასე თუ ისე მოხერხდა წყვილს შორის “პოლიტიკური ხანძრის“ ჩაქრობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფეხბურთელსა და მომღერალს შორის “შავმა კატამ“ ზმორებით გაიარა, შაკირამ პირი მოაღო და ისეთები თქვა, სატრფოყოფილს შეიძლება ბლანჟეც კი გაუჭაღარავოს.

შაკირას აზრით, კატალონიელებს სეპარატიზმი დაღუპავთ და ისინი ამას უბრალოდ ვერ ხვდებიან. მომღერალი იხსენებს, რომ სულ ცდილობდა პიკეს დარწმუნებას რათა ჩამოშორებოდა სეპარატისტებს, თუმცა ეს მან სამწუხაროდ ვერ მოახერხა. ეჰ, ვინ იცის ლუდვიგ ჩიბიროვის ცოლსაც არ მოსწონდა სეპარატისტი ქმრის საქციელი. ვინ იცის...

Loading...
0.150631