ფეხბურთი

23:33 | 4.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხამესისა და "ბაიერნის" ურთიერთობა დასრულდა

ხამეს როდრიგესი მომდევნო სეზონში მიუნხენის „ბაიერნში“ აღარ ითამაშებს. ამის შესახებ ცნობა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გაავრცელა, რომლის განცხადებით, „რეკორდაისტერი“ „რეალს“ კოლუმბიელის ტრანსფერზე არ მიმართავს.

„ხამესმა თავად გვითხრა, რომ კლუბს არ გამოეყენებინა გამოსყიდვის შესაძლებლობა. შესაბამისად, ფეხბურთელის გამოსყიდვას მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, არავითარი აზრი არ აქვს“, - თქვა რუმენიგემ.

ამრიგად, ხამესისა და „ბაიერნის“ ურთიერთობა ორი წლის შემდეგ სრულდება. კოლუმბიელი „რეკორდმაისტერს“ 2017 წელს ორწლიანი იჯარით შეუერთდა და ამ პერიოდში 67 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი შეასრულა. ორ-ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა და გერმანიის სუპერთასი, ხოლო ერთხელ გერმანიის თასი.

ხამესი „რეალში“ დაბრუნდება, მაგრამ როგორც ესპანური გამოცემები წერენ, დროებით, რადგან „სამეფო კლუბი“ მას გასხვისებას უპირებს.

სტატისტიკა
0.263741