ფეხბურთი

14:39 | 4.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" გულშემატკივარი დააფასა და ტრიბუნაზე ძეგლი დაუდგა (+VIDEO)

ფეხბურთი გულშემატკვრების გარეშე არაფერი იქნებოდა, ყოველშემთხვევაში ის ხიბლი რომ არ ექნებოდა, რაც აქვს, ეს ფაქტია. ესპანურმა „ვალენსიამ“ კი ნათლად დაამტკიცა, რამდენად აფასებს თავის ქომაგებს.

საქმე ისაა, რომ „ღამურებმა“ „ესტადიო მესტალიას“ ტრიბუნაზე აწ გარდაცვლილ ქომაგს ქანდაკება დაუდგეს.

„ვალენსიას“ გულშემატკივარი, რომელიც უსინათლო იყო, 50 წლის განმავლობაში თამაში არ გაუცდენია და „ლოს ჩეს“ ყველა საშინაო შეხვედრას ესწრებოდა, თავისი კონკრეტული ადგილიც ჰქონდა.

ერთგული ქომაგის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ კი სწორედ მის ადგილზე, სკამი აიღეს და ძეგლი დადგეს, რაც რასაკვირველია "ვალენსიას" მხრიდან დიდებული ჟესტია...

თეგებივალენსია
სტატისტიკა
0.267492