ფეხბურთი

2:35 | 4.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" პოგბას დაბრუნებაზე მუშაობს

ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბას დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს და უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც დაიწყო. Sky Sport-ის ინფორმაციით, ტურინელთა სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გარდა ამისა, ტურინელები ფეხბურთელის აგენტ მიმნო რაიოლასთანაც არიან კონტაქტზე და შესაძლოა ტრანსფერს მხარეები სერიოზულად განიხილავენ.

უკვე კარგა ხანია მუსირებს ხმები, რომლის თანახმადაც პოგბას „მანჩესტერის“ დატოვება უნდა. „იუვენტუსის“ გარდა, ფრანგს მადრიდის „რეალის“ ეპატიჟება.

შეგახსენებთ, პოგბა „ბებერი ქალბატონის“ ღირსებას 2012-2016 წლებში უკვე იცავდა და სახელის სწორედ იტალიურ გრანდში გაითქვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128168