ჭადრაკი

15:57 | 3.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ელვისებურ ჭადრაკში ვოლკოვმა იმარჯვა

ნიკა ვოლკოვის (2453) გამარჯვებით დასრულდა ტრადიციული, რიგით მე-12 საკვირაო ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში.

გამარჯვებულმა 11 ტურში 10 ქულა დააგროვა. მას ნახევარი ქულით ჩამორჩა ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2362), ხოლო მესამე ადგილზე 8 ქულით ვალერიან გაფრინდაშვილი (2330) გავიდა.
ქალთა შორის 7,5 ქულით საუკეთესო შედეგი ნინო ხომერიკმა (2154) აჩვენა.
1800< რეიტინგ კატეგორიაში გიორგი ჩხაიძე (1797) იყო პირველი, ხოლო 1500< რეიტინგ კატეგორიაში საუკეთესო შედეგი გიორგი კელენჯერიძემ (1434) დააფიქსირა.

ტექნიკური შედეგები

0.116318