კალათბურთი

11:46 | 3.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტმა“ ანგარიში გაათანაბრა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში „გოლდენ სტეიტმა“ გასვლაზე „ტორონტოს“ 109:104 მოუგო და სერიაში ანგარიში 1:1 გახადა.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მატჩში გარდამტეხი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც „მეომრებმა“ 34:21 მოიგეს.

მატჩში ყველაზე მეტი 34 ქულა კავაი ლეონარდმა ჩააგდო, რომელსაც ასევე 14 მოხსნა, 3 პასი, ერთი ჩაჭრა და ერთი ბლოკ-შოტი ჰქონდა. ტომპსონმა 25 ქულა ჩააგდო, კარიმ -23. დემარკუს კაზინსმა ორმაგი დუბლი შეასრულა, 10 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი. დრეიმონ გრინს სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა, 17 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი.

სერიის მესამე შეხვედრა ოკლენდში 6 ივნისს თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.

„ტორონტო“ – „გოლდენ სტეიტი“ 104:109 (27:26, 32:28, 21:34, 24:21)

https://www.youtube.com/watch?v=GAFYWOxkiwk

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113463