ფეხბურთი

1:57 | 3.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი: "დე იონგი "ბარსელონაში"? შეეძლო უკეთესი არჩევანი გაეკეთებინა"

ცნობილმა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ფრენკი დე იონგის „ბარსელონაში“ გადაბარგება შეაფასა. ვან გაალის თქმით, „აიაქსის“ ყოფილ ნახევარმცველს უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაც შეეძლო.

„ჩემი აზრით, შეეძლო უკეთესი არჩევანი გაეკეთებინა. სირთულეების წინაშე იქნება, არამხოლოდ იმიტომ, რომ სხვა როლში ამპლუაში მოუწევს ყოფნა. გარდა ამისა, ძალიან დიდი კონკურენციის დაძლება დასჭირდება, რომ პირველ რიგში აღმოჩნდეს“, - უთხრა ვან გაალმა Fox Sports-ს.

შეგახსენებთ, დე იონგი „ბარსელონამ“ „აიაქსიდან“ 75 მილიონ ევროდ შეიძინა და ჰოლანდიელი „ბლაუგრანს“ ოფიციალურად 1-ლი ივლისიდან შეუერთდება.

სტატისტიკა
0.224639