ფეხბურთი

18:37 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა, 2019-2020: 26 მონაწილე ცნობილია და კალათებშიც გადანაწილდნენ

ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონი „ლივერპულის“ ტრიუმფით დასრულდა, ახლა კი ჯერი ახალ, 2019-2020 წლების სეზონზეა.

აღსანიშნავია, რომ მონაწილე 32 გუნდიდან 26 უკვე ცნობილია, ხოლო დანარჩენი ექვსის ვინაობას საკვალიფიკაციო ეტაპი გაარკვევს. მათ შორის, ჯგუფური ეტაპის საგუზირისთვის მოუწევს ბრძოლა ჰოლანდიის ჩემპიონ ამსტერდამის „აიაქსს“, რომელმაც აწ დასრულებულ სეზონში ფანტასტიკურად ითამაშა. საქმე ისაა, რომ ერედივიზიონი უეფას რეიტინგში მე-11 ადგილზე იმყოფება...

სხვა მხრივ, ჯგუფური ეტაპის წლისყრისთვის უკვე დაკომპლექტდა პირველი კალათა, რომელშიც თავი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და საუკეთესო რეიტინგის მქონე ექვსმა ჩემპიონმა მოიყარა.

დანარჩენ სამ კალათაში რამდენიმე მონაწილე გაირკვა, რამდენიმეც კი საკვალიფიკაციო ეტაპზე იქნებიან დამოკიდებული იმის გასაგებად, რომელ კალათაში განლაგდებიან.

ამ დროისთვის კი, ასეთი ვითარებაა:

I კალათა

„ლივერპული“ (ინგლისი), „ჩელსი“ (ინგლისი), „ბარსელონა“ (ესპანეთი), „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), “იუვენტუსი“ (იტალია), „ბაიერნი“ (გერმანია), „პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი), „ზენიტი“ (რუსეთი)

II კალათა

„რეალი“ (ესპანეთი), „ატლეტიკო“ (ესპანეთი), „დორტმუნდი“ (გერმანია), „ნაპოლი“ (იტალია), „შახტარი“ (უკრაინა), „ტოტენჰემი“ (ინგლისი)

II ან III კალათა

„ბენფიკა“ (პორტუგალია), „ლიონი“ (საფრანგეთი)

III კალათა

„ლევერკუზენი“ (გერმანია), „ზალცუბრგი“ (ავსტრია), „ვალენსია“ (ესპანეთი), „ინტერი“ (იტალია)

III ან IV კალათა

„ლოკომოტივი“ (რუსეთი), „გენკი“ (ბელგია), „გალათასარაი“ (თურქეთი), „ლაიფციგი“ (გერმანია)

IV კალათა

„ატალანტა“ (იტალია), „ლილი“ (საფრანგეთი)

აქვე გეტყვით, რომ 2019-2020 წლების ჯგუფური ეტაპის წილისყრა 29 აგვისტოს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115068