ფეხბურთი

4:55 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მიყვარხარ, ძმაო" - ალბერტო მორენომ გამარჯვება ხოსე ანტონიო რეიესს მიუძღვნა (+VIDEO)

ინგლისური „ლივერპულის“ მცველმა ალბერტო მორენომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ხოსე ანტონიო რეიესს მიუძღვნა.

მატჩის შემდეგ მორენოს მაისური ეცვა, რომელზეც თვითონ და აწ გარდაცვლილი რეიესი იყვნენ გამოსახულნი და ასეთი წარწერა ამშვენებდა: „მიყვარხარ, ძმაო“. "წითლების" 26 წლის მცველმა რეიესის ფოტოს აკოცა, ხოლო თამაშის დაწყებამდე წუთიერი დუმილისას ცრემლები ვერ შეიკავა.

მორენო და რეიესი 2012-2014 წლებში „სევილიაში“ თანაგუნდელები იყვნენ. შეგახსენებთ, ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი გუშინ ავტოავარიის შედეგად 35 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.

სტატისტიკა
0.240932