ჭადრაკი

0:50 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფიფიას და ხოდაშნელის გამარჯვებით დასრულდა...

კატო ფიფიას და შოთა ხოდაშნელის გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული დედაქალაქის ჩემპიონატი 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

ფიფიამ (მწვრთნელი - ზურაბ სტურუა) 16 წლამდე ასაკის გოგონათა შორის 7-დან 5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ იანა ენგიბარიანს (მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი), ხოლო ბრინჯაოს მედალი 4 ქულით მარიამ სიჭინავამ (მწვრთნელი - ლაშა ჯანჯღავა) დაისაკუთრა.

ტექნიკური შედეგები

ვაჟთა შორის ასევე ერთპიროვნულად გაიმარჯვა ხოდაშნელმა (მწვრთნელი - დავით ზარქუა). მის აქტივში 7-დან 6,5 ქულაა. მეორე ადგილზე 5,5 ქულით გიორგი სანიკიძე (მწვრთნელი - დავით გურგენიძე) გავიდა, ხოლო მესამეზე, 5 ქულით, ანდრია ლოლაძე (მწვრთნელი - დავით ზარქუა) განთავსდა.

ტექნიკური შედეგები

Loading...
0.132375