ფეხბურთი

19:15 | 1.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასი რეიესს ემოციური წერილით დაემშვიდობა

ფრანგული „მონაკოს“ ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ხოსე ანტონიო რეიესს ემოციური წერილით დაემშვიდობა. ფაბრეგასი და რეიესი ლონდონის „არსენალში“ თანაგუნდელები იყვნენ და მათი მეგობრობაც მაშინ დაიწყო.

„ჩემი პირველი მეგობარი პროფესიონალურ ფეხბურთში, ჩემი ოთახის კომპანიონი, რომელსაც ყოველთვის უნდოდა ძილი გაგრილებულ ოთახში, თუნდაც -10 გრადუსი ტემპერატურა ყოფილიყო. თავმდაბალი ბიჭი, რომელიც ყოველთვის იღიმოდა, დიდებული ფეხბურთელი და ადამიანი. არ შეიძლებოდა დღეს ამაზე უარესად გამეღვიძა. არასდროს დამავიწყდება, როდესაც შენ და შენი ოჯახი მესტუმრეთ ინგლისში ჩემს პირველ შობაზე, 16 წლის ასაკში, როცა სახლში მარტო ვიყავი.

არადროს დამავიწყდება ჩვენი საჩოგბურთო მატჩები დარბაზში ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ. ჩვენი ურთიერთობა მოედანზეც განსაკუთრებული იყო, ერთმანეთს კარგად ვუგებდით. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენი ფეხბურთის განსაკუთრებული ტალანტი იყავი და ვიცი, რომ არ ვცდები.

ორი დღის წინ ინტერვიუში შენს შესახებ ვსაუბრობდი, შესაძლოა ეს ნიშანი იყო, ჩემო დიდო მეგობარო. არასდროს დაგივიწყებ, არასდროს. ყოველთვის ჩემს გულში იქნები. მშვიდად განისვენე ხოსე ანტონიო რეიეს, ძალიან მიყვარხარ“, - დაწერა ფაბრეგასმა.

შეგახსენებთ, ხოსე ანტონიო რეიესი დღეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. 35 წლის ფეხბურთელის სიცოცხლე სევილიისა და უტრერას ავტომაგისტრალზე ტრაგიკულად დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111014