ისტორია

9:49 | 31.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

31 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1981 – დაიბადა დანიელე ბონერა. იტალიის ნაკრების, “მილანისა” და "ვილიარეალის" ფეხბურთელი. 2007 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. 2004 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდათა შორის. 2011 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი. იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 16 მატჩი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1868 - საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ველოსიპედისტთა პირველი ოფიციალური შეჯიბრება გაიმართა.

1879 - ნიუ იორკში სახელგანთქმული სპორტული არენა “მედისონ სკვერ არენა” გაიხსნა.

1913 - ალექს ალგრენმა მარათონულ გარბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:36,06).

1955 - თბილისის “დინამომ” ტესტ-მატჩში რუმინეთის “ლოკომოტივის” ნაკრებთან 2:2 ითამაშა. ქართველთაგან გოლები ვარდიმიადიმ და ალექსანდრე კოტრიკაძემ გაიტანეს.

1961 - ლისაბონის “ბენფიკა” მეორე კლუბი გახდა, რომელმაც, მადრიდის “რეალის” შემდეგ, ჩემპიონთა თასი მოიპოვა. პორტუგალიელებმა ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, შვეიცარიული ბერნის “ვანკდორფის” სტადიონზე, 33 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, “ბარსელონას” 3:2 მოუგეს. გოლები აგუაშმა, რამალიეტსმა (საკ. კარში), კოლუნამ (“ბენფიკა”) და კოჩიშმა და ციბორმა (“ბარსელონა”) გაიტანეს. “ბენფიკა” (გუნდს უნგრელი სპეციალისტი ბელა გუტმანი წვრთნიდა): Pპერეირა, ჟოანი, ჟერმანი, ანჟელო მარტინში, ნეტუ, ფერნანდუ კრუში, ჟოზე აუგუშტო, სანტანა, აგუაში, კოლუნა, კავემი. “ბარსელონა” (გუნდს ენრიკე ორისაოლა წვრთნიდა): რამალიეტსი, ფონჩო, ჰენსანა, გრასია, ვერგესი, გარაი, კუბალა, კოჩიში, ევარისტო, ლუის სუარესი, ციბორი. შეხვედრას შვეიცარიელი არბიტრი დინსტი სჯიდა.

1967 - თბილისის “დინამომ” ტესტ-მატჩში ბრაზილიის რიო დე ჟანეიროს “ფლამენგოს” 4:0 მოუგო. გოლები ასათიანმა, მეტრეველმა, მაისურაძემ და გიორგაძემ გაიტანეს.

1967 - მიუნხენის “ბაიერნმა” თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, ნიურნბერგში, 69 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, დამატებით დროში, გლაზგოს “რეინჯერსი” 1:0 დაამარცხა. გოლი როტმა გაიტანა.

1970 - მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, ფეხბურთის მეათე მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიალი და პირველი მატჩი შედგა. “აცტეკას” სტადიონზე, 107 160 მაყურებლის თანდასწრებით, მექსიკისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებებმა 0:0 ითამაშეს. ქართველ ფეხბურთელთაგან მატჩში მონაწილეობა მიიღეს ანზორ კავაზაშვილმა, კახი ასათიანმა და გივი ნოდიამ.

1972 - ამსტერდამის “აიაქსმა” ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, როტერდამის “დე კუიპის” სტადიონზე, 61 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, მილანის “ინტერს” 2:0 მოუგო. ორივე გოლი იოჰან კრუიფმა გაიტანა. “აიაქსი” (გუნდს რუმინელი სპეციალისტი კოვაჩი წვრთნიდა): სტუი, სურბიერი, ბლანკენბურგი, ჰულსჰოფი, კროლი, ნეესკენსი, ჰაანი, გ. მიურენი, სვარტი, კრუიფი, კაიზერი.

1981 - ათენში პაოკ-ისა და პირეოსის “ოლიმპიაკოსის” შეხვედრის მსვლელობისას გულის შეტევის შედეგად პაოკელთა უნგრელი მთავარი მწვრთნელი დიულა ლორანტი გარდაიცვალა. ტრაგიკული მომენტისთვის მატჩს პაოკ-ი 1:0-ს იგებდა.

1983 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფში, “ფილადელფია სიქსერზმა” “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” დაამარცხა და NBA-ის რიგით ოცდამეჩვიდმეტე ჩემპიონი გახდა.

1985 - “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელდა კენი დალგლიში დაინიშნა.

1987 - ჰოკეის ეროვნული ლიგის პლეი-ოფში, “ედმონტონ ოილერზმა” “ფილადელფია ფლაიერზი” დაამარცხა და სტენლის თასი მოიპოვა.

1991 - დაარსდა საქართველოს სპორტის ზამთრის სახეობათა ფედერაცია. მის პირველ პრეზიდენტად იური ჩხეიძე აირჩიეს, 1996 წლიდან კი, ფედერაციას გოგი თოფაძე ხელმძღვანელობს. 1992 წლიდან გაწევრიანდა სპორტის ზამთრის სახეობათა ფედერაციაში (FIS).

1992 - UEFA-მ ევროპის საფეხბურთო პირველობიდან იუგოსლავია მოხსნა და დანია დაუშვა, რომელიც ტურნირის გამარჯვებული გახდა.

1997 - 150 მეტრ სპრინტერულ გარბენში, ერთმანეთს დონოვან ბეილი და მაიკლ ჯონსონი გაეჯიბრნენ. გამარჯვება ბეილიმ მოიპოვა.

1998 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობაზე, “დიდი სლემის” ტურნირების ისტორიაში, ყველაზე ხანგრძლივი მატჩი ჩატარდა. ალექს კორეტხა და ერნან ჰამი ერთმანეთთან ურთიერთობას ხუთი საათისა და 31 წუთის განმავლობაში არკვევდნენ.

2006 - საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პარაგვაისთან 0:1 დამარცხდა. მატჩი ავსტრიის ქალაქ დორნბირნში ჩატარდა და მას 3 ათასი მაყურებელი დაესწრო.

2006 - უკრაინელი ფორვარდი ანდრეი შევჩენკო 34 მილიონ გირვანქად “მილანიდან” ლონდონურ “ჩელსიში” გადავიდა.

2008 - ნიუ იორკის მძლეოსანთა “რიბოკ გრან პრიზე” იამაიკელმა სპრინტერმა უსეინ ბოლტმა 100 მეტრზე რბენაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (9.72 წამი).

2009 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის მერვედფინალში შვედმა რობინ სოდერლინგმა იმ დროისთვის მსოფლიოს პირველ ნომერ ჩოგანს რაფა ნადალს 6:2, 6:7, 6:4, 7:6 მოუგო, რითაც ესპანელის “როლან გაროზე” ზედიზედ 31 მატჩისგან შემდგარი მოგებების მწკრივი შეწყვიტა.

2009 - კარიერა დაასრულა პაველ ნედვედმა.

2010 - უკრაინის საკალათბურთო ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ მარიუპოლის “აზოვმაში” გახდა.

2013 - “მონაკომ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ კოლუმბიელი ვარსკვლავი, რადამელ ფალკაო კარიერას ფრანგულ კლუბში განაგრძობს.

2013 - ფეხბურთიდან ოფიციალურად გააცილეს კახა კალაძე. თბილისის ბორისპაიჭაძისსახელობისდინამო არენაზე” “მილანმა” “კახას მეგობრებს” 3:1 მოუგო.

კალაძის მეგობრები - მილანი 1:3 (1:0)

კალაძის მეგობრები (სასტარტო): ალექსანდრ შოვკოვსკი, ალექსანდრ ვაშჩუკი, ფაბიო გროსო, ფაბიოკანავარო, ფერნანდო კოუტუ, ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი, გიორგი დემეტრაძე, შოთაარველაძე,ლუკა ტონი, ალექსანდრე იაშვილი.

შემოვიდნენ: ზვიად სტურუა, ზაზა ზამთარაძე, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგიქინქლაძე,არჩილ არველაძე, რატი ალექსიძე, გოგა გახოკიძე, უმით დავალა, კახა ცხადაძე, მურთაზშელია, გიორგინემსაძე, სერგეი რებროვი, მიხეილ ყაველაშვილი, ჰაქან შუქური.

მწვრთნელები: ალექსანდრე ჩივაძე, ფათიჰ თერიმი.

მილანი (სასტარტო): სებასტიანო როსი, მასიმო ოდო, ფრანკო ბარეზი, კახა კალაძე, პაოლო მალდინი, მეტიუფლამინი, დარიო შიმიჩი, ფედერიკო ჯუნტი, სერჟინიო, ანდრეი შევჩენკო, ფილიპო ინძაგი.

შემოვიდნენ: ვალერიო ფიორი, კახა კალაძე, იბრაჰიმ ბა, ზვონიმირ ბობანი, დანიელე მასარო, ანჯელოკარბონე, ჯუზეპე ფავალი, სტეფანო ერანიო, როკე ჟუნიორი, პიეტრო ვერხოვოდი, უმითი.

მწვრთნელები: კარლო ანჩელოტი, ჩეზარე მალდინი.

გოლები: 1:0 დემეტრაძე (26 პენ), 1:1 ინძაგი (43 პენ), 1:2 შევჩენკო (71), 1:3 ვერხოვოდი (74).

მსაჯები: ლუბოშ მიხელი (სლოვაკეთი); ლევან მიქელაძე, გურამ ჩიგოგიძე, გიორგი ყრუაშვილი, გიორგივადაჭკორია, თორნიკე გვანცელაძე

2013 - გიორგი ცინცაძე უკრაინის ჩემპიონია. ქართველი კალათბურთელის კლუბმა სუპერფინალის გადამწყვეტ შეხვედრაში მარიუპოლისაზოვმაში” 82:70 დაამარცხა და სერიაში 4:3 იმარჯვა. ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:45 წუთი გაატარა, რა დროშიც მასპინძლებმა მეტოქეზე23ქულით მეტი ჩააგდეს, ეს კი, “ბუდიველნიკისრიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ქართველმა გამთამაშებელმა 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 3 ორქულიანი ააცილა და 3 ქულას 5 მოხსნა, 9 პასი და 3 ჩაჭრაწაამატა.

ამ დღეს დაიბადნენ

1909 - ტორ ტორვალსონი. ნორვეგიელი აფროსანი. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1948, 1952).

1951 - ნატალია კლიმოვა. საბჭოთა კალათბურთელი. 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ორგზის მსოფლიოსა (1971, 1975) და ხუთგზის ევროპის (1972-76) ჩემპიონი.

1953 - რობერტ კენედი. შოტლანდიის ნაკრებისა და “აბერდინის” მცველი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მონაწილე. “აბერდინში” გამოდიოდა 1976-83 წლებში. 1983 წელს მოიპოვა თასების თასი. შოტლანდიის ჩემპიონი. შოტლანდიის საფეხბურთო ლიგისა და ასოციაციის თასის ორგზის მფლობელი.

1955 - სერგეი ჩუხრაი. საბჭოთა ნიჩბოსანი. ბაიდარებითა და კანოეთი ასპარეზობისას, 1976 და 1980 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 1978 და 1979 წლების მსოფლიოს ჩემპიონი.

1957 - ჯიმ კრეიგი. ამერიკელი ჰოკეისტი. ამპლუით გოლკიპერი. 1980 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1972 - ჯონ გოდინა. ამერიკელი მძლეოსანი. ბირთვის კვრაში მოპოვებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

1972 - ანტი ნიემი. ფინეთის ნაკრების, ჰიკ-ის, “კოპენჰაგენის”, “რანჯერსის”, “ჩარლტონ ატლეტიკის”, “ჰართსის”, “საუთჰემპტონის” მეკარე. ფინეთის ნაკრებში ჩაატარა 67 მატჩი. საკლუბო დონეზე ჩაატარა 418 შეხვედრა.

1977 - დომინიკო ფიროვანტი. იტალიელი მოცურავე. ბრასის სტილით 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1981 – დაიბადა დანიელე ბონერა. იტალიის ნაკრების, “მილანისა” და "ვილიარეალის" ფეხბურთელი. 2007 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. 2004 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდათა შორის. 2011 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი. იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 16 მატჩი.

1984 - ნეიტ რობინსონი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ნიუ იორკ ნიკზის” მსროლელი (175 სმ). აქვს ძალიან მაღალი ნახტომი, რომლის წყალობითაც კალათში ბურთის ჩატენვით გამოირჩევა.

1989 - როინ კვასხვაძე. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის”, ქუთაისის "ტორპედოს" საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების მეკარე. 2008 წელს მოიპოვა საქართველოს თასი. 2011 და 2012 წლებში გახდა საქართველოს ჩემპიონი. 2012 და 2013 წლებში დაეუფლა საქართველოს სუპერთასს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 2, ახალგაზრდულში – 9 მატჩი.

Loading...
0.14527