ფეხბურთი

16:50 | 30.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა 19 წლის თანაგუნდელს მოტყუება არ აპატია (+VIDEO)

ბრაზილიის ნაკრების ვარჯიშზე ნეიმარი 19 წლის ვევერტონმა ბავშვივით მოატყუა, რაზეც პსჟ-ს ვარსკვლავს კარგი რეაქცია არ ჰქონია.

ვევერტონი „კრუზეიროს“ ფეხბურთელია და ბრაზილიის ნაკრებში პირველად მიიწვიეს. მიუხედავად ამისა, რიდი საერთოდ არ ეტყობა და თვით ნეიმარს ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა. ნეიმარმა კი არ დააყოვნა და ახალგაზრდა თანაგუნდელი წააქცია.

ამ ეპიზოდმა რა თქმა უნდა ყურადღება მიიქცია და „სელესაოს“ ლიდერი კრიტიკის ობიექტი გახდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ეპიზოდის შემდეგ ნეიმარმა მუხლის ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით უცნობია რა პერიოდით მოუწევს უქმობა.

0.152325