სხვა

0:20 | 27.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

IOC-ის შემფასებელმა კომისიამ 2026 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ კანდიდატებზე მოხსენება გამოაქვეყნა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის მსურველ კანდიდატთა შემფასებელი კომისიის 144-გვერდიანი მოხსენება გამოაქვეყნა.

2026 წლის თამაშების ჩატარებაზე შვედეთის სტოკჰოლმი-ორეს და იტალიის მილანი-კორტინა დ'ამპეცოს ერთობლივი განაცხადები აქვთ შეტანილი.

IOC-ის კომისია შვედეთს მარტის შუა რიცხვებში სტუმრობდა, იტალიას - აპრილის დასაწყისში.

„ორივე პროექტი უპირატესობას ანიჭებს მემკვიდრეობას და გრძელვადიანობას, სადაც საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ ტრადიციებს და ზამთრის სპორტში დაგროვილ გამოცდილებას. მათ სრულიად დანერგეს ოლიმპიური დღის წესრიგი 2020-ის ფილოსოფია. ორივე კანდიდატმა საკუთარი კონცეფციები ადგილობრივ გრძელვადიან მიზნებთან შეათანხმეს. ამან სახსრების მნიშვნელოვან ეკონომიამდე მიგვიყვანა," - განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა ოქტავიან მორარიუმ.

აღნიშნულია, რომ კანდიდატი ქალაქები თამაშების ორგანიზებისთვის არსებული ან დროებითი სპორტული სივრცეების 80 პროცენტზე მეტის გამოყენებას გეგმავენ. ოლიმპიური თამაშებისთვის კანდიდატებისგან შემოთავაზებული ბიუჯეტები საშუალოდ 20 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო და არის 2018 და 2022 წლების ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

2026 წლის ოლიმპიადის მასპინძლის დასახელდება 24 ივნისის IOC-ის ლოზანის სესიაზე.

www.geonoc.org.ge

Loading...
0.153229