ძიუდო

15:46 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მატიაშვილის ბრინჯაო

ჩინეთის გრან პრიზე მორიგი მედალი მოიპოვა ლევან მატიაშვილმა. ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღეს +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, გერმანელი იოჰანეს ფრეი დაამარცხა.

აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების ღირსებას 6 ძიუდოისტი იცავდა და მედლის მოპოვება მხოლოდ ორმა სპორტსმენმა შეძლო.

ქართველმა ძიუდოისტებმა ჰოჰოტის გრან პრიზე გამოსვლა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. შეგახსენებთ, რომ მესამე საპრიზო ადგილის დაკავებმა გიორგი პაპუნაშვილმაც მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110241