სხვა

14:08 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მისია შესრულებულია! - ნაცუ ბაშო დასრულდა (+VIDEO)

ნაცუ ბაშო სენსაციურად დასრულდა. იმპერატორის თასს მე-8 მაეგაშირა ასანოიამა დაეუფლა, თუმცა მან ბოლო საშეჯიბრო დღე მოგებით ვერ დაასრულა და კომოსუბი მიტაკეუმთან იორიკირის ილეთით დამარცხდა.

იაპონელმა მიმდინარე ტურნირზე 12 მოგება და 3 მარცხი მოიპოვა. მათ შორის დაამარცხა ტოჩინოშინი, რომელიც დღემდე განხილვის თემაა - უნდა ჩაეთვალათ თუ არა მისთვის გამარჯვება.

წლის მესამე ტურნირის მე-15 საშეჯიბრო დღე კი ტოჩინოშინისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელმაც ტურნირი მარცხით დაასრულა.

ლევან გორგაძის მეტოქე ტაკაიასუ იყო და ჩვენებურმა მასთან გამკლავება ვერ შეძლო. შესაბამისად იორიკირის ილეთით დამარცხდა.

აღნიშნული წყვილი ერთმანეთს მეოცედ დაუპირისპირდა და ურთიერთშეხვედრებში იაპონელ სუმოისტს უპირატესობა აქვს. 12 მოგება 8 მარცხის საპირისპიროდ.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე ბაშოზე ტოჩი სეკივაკის წოდებით ასპარეზობდა და ოძეკის წოდების დასაბრუნებლად იბრძოდა. ამისათვის ქართველ სუმოისტს 10 მოგების დაფიქსირება სჭირდებდა, რომელსაც ბოლოს წინა საშეჯიბრო დღეს მიაღწია. მეტოქე კი კაკურიუ იყო და გორგაძემ მას ეშმაკური ხერხით აჯობა.

რაც შეეხება ოძეკის ტიტულს, ლევანს აღნიშნულს უახლოეს დღეებში მიანიჭებენ.

აქვე ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ: ტიჩინოშინი თანამედროვე ეპოქაში ყველაზე ასაკოვანი მონაწილეა (31 წლის), რომელმაც ოძეკის ტიტულის დაბრუნება მოახერხა.

რანგით მეორე დივიზიონ ჯურიოში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელის მეტოქე კი ჯურიოს მესამე ნომერი დაიამამი იყო. გაგამარუმ ოშიდაშის ილეთით იმარჯვა და დადებითი ბალანსი გაიმყარა. ჩვენეგურმა შერკინებისთანავე უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე დოჰიოდან ადვილად გადაიყვანა. გაგამ მერვე გამარჯვებას მე-13 საშეჯიბრო დღეს ტობიზარუსთან ორთაბრძოლისას უწია.

ჯურიოს დივიზიონის გამარჯვებული ტაკაგენჯი გახდა. ჯურიოს მეორე ნომერმა ჩემპიონობა კარიერაში პირველად მოიპოვა. მას მიმდინარე ბაშოზე 13 მოგების საპირისპიროდ მხოლოდ 2 მარცხი ჰქონდა.

0.128775