სხვა

13:02 | 25.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ოძეკია! (+VIDEO)
ლევან გორგაძემ იოკუძუნა კაკურიუ დაამარცხა და ოძეკის წოდება დაიბრუნა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს ოძეკის წოდება დაიბრუნა. ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი იოკუძუნა კაკურიუ იყო, რომელსაც აჯობა და მიმდინარე ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე მეათე გამარჯვება მოიპოვა. რაც იმას ნიშნავს, რომ ტოჩიმ ოძეკობა დაიბრუნა!

წლის მესამე სუპერტურნირზე ჩვენებურს უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ელოდა და მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.

ასეც მოხდა! ტოჩიმ კაკურიუს დამარცხება მარტივად, ჰატაკიკომის ილეთით მოახერხა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გუშინდელი არ ჩათვლილი გამარჯვების შემდგომ გორგაძე უფრო მოტივირებული გამოვიდა და მიზანსაც მიაღწია, თუმცა ვინ იცის დღევანდელ ორთაბრძოლას 11:3-ზე ბალანსით რომ შეხვედროდა, იქნებ ჩემპიონობისკენაც გაეწია.

ეს აღნიშნული წყვილის 24-ე დაპირისპირება იყო და ლევანმა მისი დამარცხება მეოთხედ შეძლო.

ტოჩის მომდევნო მეტოქე ოძეკი ტაკაიასუ იქნება, რომელთანაც აქამდე 19 ორთაბრძოლა აქვს გამართული და 11-ჯერ დამარცხდა, 8-ჯერ კი გამარჯვება მოიპოვა. ტაკაიასუს მიმდინარე ბაშოზე დადებითი ბალანსი უკვე განაღდებული აქვს - 8:6.

მაისის ბაშოს ჩემპიონი კი ერთი დღით ადრე ასანოიამა გახდა. მისი მეტოქე ოძეკი გოეიდო იყო და მისი დამარცხება იორიკირის ილეთით მოახერხა. ურთიერთშეხვედრებში ეს მათი მეორე დაპირისპირება იყო. ამ მხრივ კი ბალანსი გათანაბრდა 1 მოგება 1 მარცხის წილ.

თავად გოეიდოს მიმდინარე ბაშოზე 9 მოგების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს. მის მსგავსად 9:5-ზე ბალანსი კი კიდევ ექვს მონაწილეს: შოდაის, შიმანოუმის, დაიშოჰოს, აბის და რიუდენს დაუგროვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123589