ჩოგბურთი

22:33 | 24.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა იერუსალიმის ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ნახევარფინალში გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ შაფათავამა და მისმა ბრიტანელმა მეწყვილე ემილი ვებლი-სმითმა გასულ კვირებში ზედიზედ ორი 25-ათასიანი ტურნირი მოიგეს, დღეს კი, წარმატებული სერია შეუწყდათ.
სოფო და ემილი იერუსალიმში მე-2 განთესვით ირჯებოდნენ, თუმცა, დღეს ბელარუსულ-სლოვაკურ დუეტთან (ჰატოუკა-მიჰალიკოვა) 1:6, 2:6 წააგეს.

Loading...
0.154272