კალათბურთი

11:15 | 24.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ტორონტო“ სერიაში დაწინაურდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეხუთე შეხვედრაში „ტორონტომ“ გასვლაზე „მილოუკს“ 105:99 მოუგო და 3:2 დაწინაურდა.

პირველ პერიოდში მილოუკელები 14 ქულით იგებდნენ, თუმცა კანადელებმა მეორე პერიოდში 4 ქულით წინ გასვლა მოახერხეს. გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც „ტორონტომ“ 33:24 მოიგო.

კავაი ლეონარდმა გუნდს 35 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა შესძინა. „მილოუკში“ იანის ადეტოკუმპო გამოირჩა, რომელმაც 24 ქულა მიითვალა.

მეოთხე პერიოდში „მილოუკელთა“ ლიდერმა იანის ადეტოკუმპომ კოჭის ტრავმა მიიღო, რამდენად სერიოზულია ბერძენის ტრავმა ჯერჯერობით უცნობია.

სერიის მეექვსე შეხვედრა კანადაში 26 მაისს თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.

„მილოუკი“ – „ტორონტო“ 99:105 (32:22, 17:24, 26:26, 24:33)

https://www.youtube.com/watch?v=IwGfeMrPYmw

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117486