ფეხბურთი

22:40 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რობენი პრემიერლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი არიენ რობენი ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა. Goal-ის ინფორმაციით, 35 წლის ფეხბურთელს „ლესტერ სიტი“ ეპატიჟება და გარიგების წარმატებით დახურვასთან მხარეები ახლოს არიან.

პირადი კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია ის, რომ რობენი „მელიებს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან თავისუფალი აგენტია.

არიენ „ლესტერის“ გარდა წინადადება აქვს ამერიკული MLS-დან და პსვ ეინდჰოვენიდან აქვს.

შეგახსენებთ, არიენ რობენი „ბაიერნში“ 2009-2019 წლებში თამაშობდა და გუნდს მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს. ინგლისში კი ჰოლანდიელი 2004-2007 წლებში თამაშობდა, როდესაც ლონდონის „ჩელსის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112348