სხვა

14:40 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ ზედიზედ მეორე ორთაბრძოლა წააგო (+VIDEO)

ნაცუ ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტებისთვის კვლავ წარუმატებელი გამოდგა, რადგან ტოჩინოშინის მსგავსად თავისი ორთაბრძოლა გაგამარუმაც წააგო.

ქართველი სუმოისტის მეტოქე სეკივაკე ტოიონოშიმა იყო, რომელსაც გორგაძემ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ამის მიუხედავად მაინც დამარცხდა.

შეტაკებისთანავე ჩვენებურის მეტოქემ გაგა დოჰიოს კუთხესთან მიიმწყვდია და თითქოს ადვილად უნდა მოეგო, მაგრამ თეიმირაზმა მისი შეტევა მოიგერიადა თავადვე მიიმწყვდია მეტოქე დოჰიოს კუთხესთან, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ეს აღნიშნული წყვილის მე-11 დაპირისპირება იყო და მეტოქე დიდი უპირატესობით: 8 მოგებითა და 3 მარცხით სჯაბნის ჯუღელს.

გაგამარუს ხვალინდელი მეტოქე კი ტობიზარუ იქნება, რომელსაც გაგა აქამდე 4-ჯერ შეხვედრილა და ოთხივე ორთაბრძოლაში დამარცხდა.

რანგით მეორე დივიზიონ ჯურიოს კი კვლავ ტაკაგენჯი ლიდერობს. მას 11 მოგების წილ 1 მარცხი აქვს. დღეს კი ტოკუშორიუს დამარცხება მოახერხა. მისი ხვალინდელი მეტოქე კი ჩიიონოუმი იქნება.

მიმდინარე ბაშოზე 9:3-ზე ბალანსი ერთ მონაწილეს: კოტოიუკს აქვს.

8 მოგება და 4 მარცხი კი კორიბაიამას და ტობიზარუს დაუგროვდათ.

გაგამარუს მსგავსად 7 მოგების საპირისპიროდ 5 მარცხი კი: მხოლოდ ცურუგიშოს აქვს.

0.112758