სხვა

13:37 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი კვლავ დამარცხდა (+VIDEO)

ნაცუ ბაშოსმე-12 საშეჯიბრო დღეს ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მორიგი მარცხი განიცადა. ტოჩინოშინის მეტოქე მეშვიდე მაეგაშირა მეისეი იყო, რომლის ბარიერიც ჩვენებურმა ვერ დასძლია.

მეტოქემ შეტაკების თანავე დიდი უპირატესობა მოიპოვა და ტოჩი დოჰიოდან იორიკირის ილეთით გადაიყვანა. ეს აღნიშნული წყვილის პირველი დაპირისპირება გახლდათ. გორგაძის დღევანდელ მეტოქეს მიმდინარე ბაშოზე 8 მოგების საპირისპიროდ 4 მარცხი დაუგროვდა, ლევანის ანგარიშზე კი 9 მოგება და 3 მარცხია.

ტოჩის ხვალინელი მეტოქე მიმდინარე ბაშოს ერთ-ერთი ლიდერი ასანოიამა იქნება. რანგით მეხუთე მაეგაშორას წლის მესამე სუპერტურნირზე 10 მოგება და 2 მარცხი აქვს და კაკურიუსთან ერთად თანალიდერია.

ტოჩინშინი აქამდე მას მხოლოდ ერთხელ, 2017 წლის ნოემბრის ბაშოზე შეხვედრია და მისი დამარცხება მოახერხა.

თავად ასანოიამას მეტოქე სეკივაკე ტამავაში ყო, რომელმაც ლიდერის დამარცხება ოშიდაშით მოახერხა და 8:4 ბალანსზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ეს მათი მეორე დაპირისპირება იყო და ორივე შემთხვევაში ტამავაშიმ იმარჯვა.

მე-10 გამარჯვება მოიპოვა კაკურიუმ. ის მესამე მაეგაშირა რიუდენს დაუპირისპირდა და მისი დამარცხება იორიკირის ილეთით მოახერხა. ეს მათი პირველი დაპირისირება გახლდათ და იოკოძუნამ მოგებით გახსნა.

კაკურიოს მომდევნო მეტოქე ოძეკი ტაკაიასუ იქნება. მათი ურთიერთშეხვედრების მოგება წაგებია ბალანსი კი 12:9-ზეა კაკურიუს სასარგებლოდ.

მიმდინარე ბაშოზე 8:4-ზე ბალანსი ექვს მონაწილეს: გოეიდოს, შოდაის, ტამავაშის, აბის, მაისეის და კოტოეკოს აქვს.

0.122867