კალათბურთი

0:05 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

Junior NBA – GBF ლიგა 2019

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება „ჯუნიორ NBA – GBF“ ლიგა, რომელშიც 11-12 წლის ასაკის მოზარდი კალათბურთელები მონაწილეობენ.

ჯუნიორ ნბა ლიგა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელშიც მთელი ქვეყნის მასტაბით ჩართულია 111 გუნდი და 1700-მდე მოზარდი კალათბურთელი.

Junior NBA-GBF ლიგების კენჭისყრას ვერის საკალათბურთო დარბაზმა უმასპინძლა. ჯუნიორ ნბა-ს მატჩები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს. ჩემპიონი გუნდი ივნისის თვეში გამოვლინდება.

www.gbf.ge

თეგებიJunior NBA-GBF ლიგა
0.172545