სხვა

13:55 | 22.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნაცუ ბაშოს მე-11 დღეს გაგამარუმ დადებითი ბალანსი ვერ გაინაღდა (+VIDEO)

ნაცუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა, რადგან ტოჩინოშინის მსგავსად თეიმურაზ ჯუღელმაც მარცხი განიცადა.

რანგით მეორე დივიზიონ ჯურიოში მოასპარეზე ქართველს დადებითი ბალანსის გასანაღდებლად ერთი მოგება სჭირდებოდა, თუმცა მან ამ შედეგს ვერ უწია.

გაგამარუს მეტოქე ჯურიოს მე-11 ნომერი კარიბაიამა იყო, რომელმაც ჩვენებური უვატედაშინაგის ილეთით დაამარცხა და მიმდინარე ბაშოზე გაგას მსგავსად 7:4 ბალანსზე გავიდა.

აღნიშნული წყვილი ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდა და ამ მხრივაც თანაფარდობაა: 1 მოგება 1 მარცხის წილ.

ჯუღელის ხვალინდელი მეტოქე სეკივაკე ტოიონოშიმა იქნება, რომელსაც 6 მოგება და 5 მარცხი აქვს. ურთიერთშეხვედრებში კი ეს მათი მე-11 დაპირისპირება იქნება, აქიდან გაგამარუს დიდი უპირატესობა აქვს: 3 მარცხი 7 მოგების საპირისპიროდ.

რაც შეეხება ჯურიოს ლიდერებს: 10:1-ზე ბალანსზეა ტაკაგენჯი, რომელიც ფაქტიურად უკვე გამარჯვებულად უნდა მივიჩნოით.

8 მოგება და 3 მარცხი ორ მონაწილეს: კოტოიუკს და ტობიზარუს დაუგროვდა.

გაგამარუს მსგავსად 7 მოგება და 4 მარცხი კი მხოლოდ ჩვენებურის დღევანდელ მეტოქეს კარიბაიამას აქვს.

0.140985