სხვა

13:31 | 22.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ლიდერის პოზიცია დათმო (+VIDEO)

ნაცუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღე ლევან გორგაძესთვის წარუმატებელი გამოდგა. ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა აბი იყო, რომლის ბარიერიც ჩვენებურმა ვერ დასძლია.

25 წლის მეტოქემ ტოჩი ჰატაკიკომის ილეთით მარტივად დაამარცხა და მიმდინარე ბაშოზე მე-7 გამარჯვება მოიპოვა. აღნიშნული წყვილი ერთმანეთს მეოთხედ შეხვდნენ და ლევანმა პირველი მარცხი განიცადა.

გორგაძის ხვალინდელი მეტოქე მეშვიდე მაეგაშირა მაისეი იქნება. ტოჩის მასთან აქამდე არცერთი ორთაბრძოლა არ აქვს ჩატარებული.

ტოჩინოშინის მსგავსად მარცხი განიცადა კაკურიუმაც. იოკოძუნას მეტოქე სეკივაკე მიოგირიუ, რომელმაც კაკურიუ ოშიდაშის ილეთით დაამარცხა. ეს აღნიშნული წყვილის მეოცე დაპირისპირება იყო და კაკურიუს მოგება წაგების ბალანსი 11:9-ზე გაუხდა.

ნაცუ ბაშოს კი ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. წლის მესამე სუპერტურნირზე ასანოიამამ მე-10 გამარჯვება მოიპოვა და გალიდერდა. ის მაეგაშირა სადანოუმს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით გაიმარჯვა. მისი ხვალინდელი მეტოქეკი ტამავაში იქნება.

მიმდინარე ბაშოზე 8:3 ბალანსი მხოლოდ ერთ მონაწილეს, კოტოეკოს აქვს.

7 მოგება და 4 მარცხი კი გოეიდოს, ტაკარაფუჯის, ტაკაიასუს, აბის, რიუდენს, მაისეის და ენჰოს აქვს.

0.134487