კალათბურთი

10:48 | 22.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ტორონტომ“ ანგარიში გაათანაბრა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. „ტორონტომ“ შინ „მილოუკი“ 120:102 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 2:2 გახადა.

პირველი პერიოდის ბოლო წამებზე „ტორონტო“ დაწინაურდა და მას შემდეგ, მთელი შეხვედრა, მილოუკელები მდევრის როლში გახლდნენ.

კანადელებმა გუნდური კალათბურთის ხარჯზე იმარჯვეს. ექვსმა კალათბურთელმა მინიმუმ 13 და მეტი ქულა ჩააგდეს, მათ შორის საუკეთესო 25 ქულით კაილ ლოური გახლდათ. სერჟ იბაკამ ორმაგი დუბლი შეასრულა 17 ქულა და 13 მოხსნა. „მილოკში“ ყველაზე მეტი 30 ქულა კრის მიტელტონმა ჩააგდო. იანის ადეტოკუმპოს 25 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა.

სერიის მეხუთე შეხვედრა „მილოუკის“ დარბაზში 24 მაისს თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.

„ტორონტო“ – „მილოუკი“ 120:102 (32:31, 33:24, 29:26, 26:21)

https://www.youtube.com/watch?v=MpLXd3BJoDw

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106579