ფეხბურთი

1:22 | 22.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასის ოჯახში სიმშვიდე არაა: იკერის მეუღლეს სიმსივნე აღმოაჩნდა

ლეგენდარული ესპანელი მეკარის იკერი კასილიასის ოჯახში სიმშვიდე არაა. რამდენიმე კვირის წინ „პორტუს“ კარის დარაჯმა გულის ოპერაცია გაიკეთა და ამჯერად საავამდყოფოში მისი მეუღლე, სარა კარბონერო მოხვდა.

როგორც გაირკვა, ესპანელ ჟურნალისტს საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. საბედნიეროდ, დაავადება სწრაფად იქნა გამოვლენილი და კარბონეროს ქირურგიული ჩარევა წარმატებით ჩაუტარდა.

„ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. საბედნიეროდ, სიმსივნე მალე აღმოვაჩინეთ. მშვიდად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქება. ვიცი, რომ გზა გრძელია, მაგრამ ასევე ვიცი, რომ ამ ყველაფერს ბედნიერი დასასრული ექნება. მე მხარს მიჭერს ოჯახი, მეგობრები და დიდი სამედიცინო ჯგუფი“, - დაწერა კარბონერომ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით სამი კვირის წინ იკერ კასილიასს „პორტუს“ ერთ-ერთ ვარჯიშზე გულსი შეტევა დაემართა და ჰოსპიტალში მოხვდა. ჯერჯერობით დაზუსტებული არაა, გააგრძელებს თუ არა საფეხბურთო კარიერას ლეგენდალური კიპერი.

0.11536