ფეხბურთი

19:34 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ შესაძლოა „რომა“ ჩაიბაროს

56 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო შესაძლოა „რომას“ მთავარი მწვრთნელი გახდეს, აღნიშნულ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს. წყაროს ცნობით, კლუბსა და ჟოზეს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ჯერჯერობით რომაელთა მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერია, რომელთან კონტრაქტი სეზონის დასრულებისთანავე მთავრდება და გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები კონტრაქტს აღარ გააგრძელებენ.

მოურინიო აქამდე „ბენფიკას“, „პორტოს“, „ჩელსის“, „ინტერს“, „რეალს“ და ბოლოს“ მანჩესტერს“ წრთვნიდა.

სტატისტიკა
0.266997